Genius Translations
Bo Burnham - Welcome to the Internet (ქართული თარგმანი)
[სტროფი 1]
მოგესალმებით ინტერნეტში! ირგვლივ მიმოიხედე
ყველაფერი, რასაც შენი ტვინი მოიფიქრებს, აქ მოიძებნება
კონტენტის მთები გვაქვს - ზოგი უკეთესი, ზოგი უარესი
თუკი არცერთი დაგაინტერესებს, პირველი შენ იქნები

[სტროფი 2]
მოგესალმებით ინტერნეტში! მოდი და მოკალათდი
ახალი ამბების ან ცნობილი ქალების ფეხების ნახვას ხომ არ ისურვებდი?
პანიკაში არ ჩავარდე; ეს ტესტი არაა, ჰა ჰა
უბრალოდ თავი დააქნიე ან გააქნიე და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ

[სტროფი 3]
მოგესალმებით ინტერნეტში! რას ისურვებდი?
სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა ან რასისტული ჟარგონის დაპოსტვა ხომ არ გნებავს?
გაბედნიერდი, აღიგზენი, მრისხანებით გასკდი!
დასაკავებლად მილიონი სხვადასხვა მეთოდი გვაქვს

[სტროფი 4]
მოგესალმებით ინტერნეტში! საზრუნავები გვერდით გადადე
აი, სპაგეტი როგორ უნდა გაწურო; ესეც დაღუპული ცხრა წლის ბავშვი
ჩვენ გვაქვს ფილმები და ექიმები და ფენტეზი სპორტები
და ფერადი ფანქრით დახატული
ჰარი პოტერის პერსონაჟები ერთმანეთს როგორ ჟიმავენ
მოგესალმებით ინტერნეტში!
[სტროფი 5]
წინდებს ჩაეჭიდე
რადგან ვიღაც ტიპმა თავაზიანად თავისი სირის სურათები გამოგიგზავნა
ისინი უხარისხო და უსიამოვნოა; ახლახან კიდევ გამოაგზავნა
თავს ნუ იკვირვებ - იცი, რომ მოგწონს, შე ძუკნა

[სტროფი 6]
ნახე კაცს თავს როგორ აჭრიან, შეურაცხყოფა მიიღე, ფსიქიატრს ესაუბრე
შენი შვილების სურათები გვაჩვენე
შენი ყველა აზრი გაგვიზიარე
ჭორი წამოიწყე, ცოცხი იყიდე, ან სასიკვდილო მუქარა გაუგზავნე ბუმერს
ან გოგონას მისწერე და ეფლირტავე; ზუმში დარეკე
ან სიმსივნე აღმოიჩინე შენს-
ესეც ჯანსაღი საუზმის რეცეპტი
დედაშენი უნდა მოკლა
გაიგე, ქალები რატომ არ გაძლევენ
ბომბის დამზადება ისწავლე
რომელი ყოვლისშემძლე რეინჯერი ხარ? გაიარე ეს სწრაფი ტესტი
ობამამ ემიგრანტები გაგზავნა რათა შენი შვილები აცრას

[მისამღერი]
გსურს, ყველაფრით დაგაინტერესო, ნებისმიერ დროს?
ცოტა-ცოტა ყველაფრით, ნებისმიერ დროს
გულგრილობა ტრაგედიაა, და მოწყენილობა - დანაშაული
ყველაფრით და ყველაფრით ნებისმიერ დროს
გსურს, ყველაფრით დაგაინტერესო, ნებისმიერ დროს?
ცოტა-ცოტა ყველაფრით, ნებისმიერ დროს
გულგრილობა ტრაგედიაა, და მოწყენილობა - დანაშაული
ყველაფრით და ყველაფრით ნებისმიერ დროს
[საუბარი]
იცი, ეს ყოველთვის ასე არ იყო

[ხიდი]
არც ისე დიდი ხნის წინ, სწორედ შენს დრომდე
სწორედ კოშკების დაცემამდე, დაახლოებით 99-ში
ეს იყო კატალოგები, სამოგზაურო ბლოგები
ერთი ან ორი სასაუბრო ოთახი
მიზნები დავისახეთ და ღამეები გავატარეთ, გელოდით
შენ! შენ, გაუმაძღარო შენ
დედიკომ თავისი აიპადი გათხოვა; ორი წლისაც ძლივს იყავი
მანაც ყველაფერი გააკეთა, რისთვისაც შევქმენით
ახლა, შენს თავს შეხედე! ოჰ, შენს თავს შეხედე!
შენ, შენ! შეუჩერებელო, შესახედავო
ახლა შენი დროა, შენი შიგანი გარეთაა, ძვირფასო, როგორ გაიზარდე
და თუ ერთად ვიქნებით, ვინ იცის, რას შევძლებთ?
გეგმა ყოველთვის ეს იყო, რომ სამყარო შენს ხელში გადმოსულიყო

[შესვენება]
(*ისტერიული სიცილი*)

[მისამღერი]
გსურს, ყველაფრით დაგაინტერესო, ნებისმიერ დროს?
ცოტა-ცოტა ყველაფრით, ნებისმიერ დროს
გულგრილობა ტრაგედიაა, და მოწყენილობა - დანაშაული
ყველაფრით და ყველაფრით ნებისმიერ დროს
გსურს, ყველაფრით დაგაინტერესო, ნებისმიერ დროს?
ცოტა-ცოტა ყველაფრით, ნებისმიერ დროს
გულგრილობა ტრაგედიაა, და მოწყენილობა - დანაშაული
ყველაფერი და ყველაფერი და ყველაფერი და ყველაფერი
და ყველაფერი და ყველაფერი და
ნებისმიერ დროს